აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეკომპანია CNN-ის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავს.
თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია ირანის ბირთვულ ობიექტების დაბომბვის შედეგების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის.
„ისინი [CNN-ი], შესაძლოა, სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ირანზე თავდასხმების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ისინი მთლიანად არასწორ ინფორმაციას გადმოსცემდნენ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.