აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტელეკომპანია CNN-ის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავს.
თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია ირანის ბირთვულ ობიექტების დაბომბვის შედეგების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს იუსტიციის სამინისტრო შეისწავლის.
„ისინი [CNN-ი], შესაძლოა, სასამართლოს წინაშე პასუხისგებაში იყვნენ მიცემული ირანზე თავდასხმების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ისინი მთლიანად არასწორ ინფორმაციას გადმოსცემდნენ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტრამპი ტელეკომპანია CNN-ის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავს – ტრამპი CNN-ის პასუხისგებაში მიცემის საკითხს განიხილავს ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შესახებ გავრცელებული მასალების გამო. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრამპი-ტელეკომპანია-cnn-ის-პ/
