ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2040 წლისთვის არა მხოლოდ მარსზე ადამიანის გაგზავნას, არამედ დედამიწის მიღმა მუდმივი კოლონიების გაშენებას აპირებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2040 წლისთვის არა მხოლოდ მარსზე ადამიანის გაგზავნას, არამედ დედამიწის მიღმა მუდმივი კოლონიების გაშენებას აპირებს. შესაბამისი ინფორმაცია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში Strategy 2040 და Technology 2040 Vision არის წარმოდგენილი.

სააგენტოს პრიორიტეტებს შორის არის: მთვარესა და მარსზე ავტონომიური დასახლების შექმნა, ორბიტული სადგურების აგება, ახალი თაობის სიცოცხლისთვის აუცილებელი სისტემების დანერგვა, მისიების მართვისთვის ხელოვნური ინტელექტის განვითარება და კოსმოსში საცხოვრებელი ნაგებობების ასაშენებლად 3D ბეჭდვის გამოყენება.

„ეს მხოლოდ გეგმა არ არის, ეს მოქმედებისკენ მოწოდებაა,“ – აღნიშნა ESA-ს გენერალურმა დირექტორმა იოზეფ აშბახერმა სააგენტოს წევრი ქვეყნებისადმი მიმართვაში. მისი თქმით, მომდევნო 15 წელი შეცვლის არა მხოლოდ კოსმოსის ათვისების ხედვას, არამედ ადამიანის როლის აღქმას სამყაროში.

Technology 2040 Vision-ში აღწერილია სცენარი, რომლის მიხედვითაც ადამიანები ცხოვრობენ და მუშაობენ ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე. სტრატეგიის ავტორები ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ისეთი მდგრადი პირობების შექმნა, რომლებიც ადამიანს დედამიწის მიღმა ყოველდღიური ცხოვრების საშუალებას მისცემს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2040 წლისთვის არა მხოლოდ მარსზე ადამიანის გაგზავნას, არამედ დედამიწის მიღმა მუდმივი კოლონიების გაშენებას აპირებს. 2 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროპის-კოსმოსური-სააგენ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi