პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრამპი - ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, განათლების სამინისტრო შეამოწმოს, შემდეგ სამხედრო სფეროში...

ტრამპი – ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, განათლების სამინისტრო შეამოწმოს, შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ, აღმოვაჩენთ ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ილონ მასკს პენტაგონში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლენას დაავალებს.

„ძალიან მალე, შეიძლება 24 საათში, ვაპირებ, ვუთხრა ილონ მასკს, რომ განათლების სამინისტრო შეამოწმოს… შემდეგ სამხედრო სფეროში გადავალთ. მოდით, შევამოწმოთ სამხედრო სფერო. ჩვენ აღმოვაჩენთ მილიარდებს, ასობით მილიონი დოლარის თაღლითობასა და თანხების ბოროტად გამოყენების შემთხვევებს“, – განაცხადა ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტთან ინტერვიუში.

ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ენდობოდა თუ არა მასკს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ილონს ვენდობი? მას ამით არანაირი სარგებელი არ აქვს. პირიქით, მიკვირს როგორ შეუძლია ამდენი დროის დათმობა ამისთვის. ის საკმაოდ ჩართულია ამ საქმეში. იცით, ხალხმა ამისთვის ამირჩია. ხალხს უნდა, რომ მე ეს გამოვიკვლიო“.

ცნობისთვის, პენტაგონის წლიური ბიუჯეტი ტრილიონ დოლარს უახლოვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ილონ მასკი, ტრამპის დავალებით, ხელმძღვანელობს ინიციატივას, რომელიც აშშ-ის საჯარო მოხელეების რაოდენობის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ ინიციატივის ფარგლებში, მასკის თანაშემწეებმა სხვადასხვა სამთავრობო უწყების კომპიუტერულ სისტემებში კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა მოითხოვეს. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ქმედებები, სავარაუდოდ, უკანონოა და საფრთხეს უქმნის საიდუმლო ინფორმაციას.

  ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 2040 წლისთვის არა მხოლოდ მარსზე ადამიანის გაგზავნას, არამედ დედამიწის მიღმა მუდმივი კოლონიების გაშენებას აპირებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი