ტოკიოში ტაიფუნის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული, გაუქმებულია ფრენები

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

ტოკიოში ტაიფუნ „ამპილის“ მოახლოების გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია, გაუქმებულია ფრენები. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ქალაქ მობარაში დაახლოებით 18 500 ადამიანია ევაკუირებული, ხოლო ათობით სხვა ქალაქში გახსნეს სპეციალური საევაკუაციო ცენტრები.

როგორც ავიაკომპანია Japan Airlines-ში აცხადებენ, გაუქმებულია 281 შიდა და 38 საერთაშორისო ფრენა.

იაპონური მედიის ცნობით, ფრენების გაუქმება დაახლოებით 90 000 ადამიანს შეეხება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ტოკიოში ტაიფუნის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული, გაუქმებულია ფრენები. 16 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტოკიოში-ტაიფუნის-გამო-ათ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi