პუტინმა ალიევს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო კომპენსაციის გადახდისა და კატასტროფაში დამნაშავე ადამიანების დასჯის პირობა მისცა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის ლიდერს ილჰამ ალიევს პირობა მისცა, რომ რუსული მხარე Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო კომპენსაციას გადაიხდის, ხოლო კატასტროფაში დამნაშავე პირებს დასჯის. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, პუტინმა შეხვედრაზე, რომელიც ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გაიმართა, განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის დღეს რუსეთის საჰაერო სივრცეში სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი იყო შეჭრილი. რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა მათ ჩამოგდებას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის ნამსხვრევები ბაქო-გროზნოს რეისის შემსრულებელ თვითმფრინავს მოხვდა. მისი თქმით, ეს გარემოება გახდა 2024 წლის დეკემბრის ავიაკატასტროფის მიზეზი.

პუტინის განცხადებით, ავიაკატასტროფის გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, და ის მალე დასრულდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პუტინმა ალიევს თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო კომპენსაციის გადახდისა და კატასტროფაში დამნაშავე ადამიანების დასჯის პირობა მისცა. 9 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პუტინმა-ალიევს-თვითმფრინ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi