შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემატეხასში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 109 ადამიანია დაღუპული, 161 კი დაკარგულად მიიჩნევა

ტეხასში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 109 ადამიანია დაღუპული, 161 კი დაკარგულად მიიჩნევა

ტეხასის ერთ-ერთ ოლქში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 161 ადამიანია დაკარგული. ამის შესახებ ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა განაცხადა.

კერის ოლქში დაკარგულებს შორის არიან გოგონათა საზაფხულო ბანაკის ხუთი დამსვენებელი და ადმინისტრაციის ერთი წარმომადგენელი.

წყალდიდობის შედეგად ტეხასში დაღუპულია, სულ მცირე, 109 ადამიანი, მათგან 94 კერვილის რაიონში. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

გრეგ ებოტი აცხადებს, რომ საგანგებო სამსახურები ძალისხმევას არ შეწყვეტენ, ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვიან. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაკარგულთა სია გაიზარდოს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენები და დრონები. წყალდიდობამ ნიუ-მექსიკოს შტატიც დააზარალა.

  ანტონიო გუტერეშმა ღრმა შეშფოთება გამოხატა სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლოდროინდელი დარღვევის გამო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი