ტარიელ ხარხელაური: „შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?”

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ჟურნალი სარკე პოეტ ტარიელ ხარხელაურთან ინტერვიოუს აქვეყნებს

ჩემს ასაკში შეცდომების დაშვება უკვე გამორიცხულია, რადგან გზა-სავალი ცოტაღა დარჩა და თითოეული სიტყვა თუ ნაბიჯი უნდა აწონ-დაწონოო, გვითხრა  საქართველოში საყოველთაო სიყვარულით გარემოცულმა პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა რამდენიმე წლის წინ,  როცა „სარკე“  ინტერვიუს ჩასაწერად დაუკავშირდა. წელს მას 80 წელი შეუსრულდა. ეს ის ასაკია, როცა ცხოვრების ავ-კარგი უკვე იცი, საცერშიც უამრავი ქვიშა დაიცრა და საბოლოოდ მხოლოდ ფასეული, პატიოსანი კრისტალები დარჩა. „კალმის კაცმა“, როგორც საკუთარ თავს უწოდებს, ჩვენს ჟურნალს ჩვეული გულწრფელობით უამბო ნანახსა და განცდილზე, ტკივილებსა და მთავარ სიყვარულზე, ასევე იმ მარადიულ შიშზე, ყოველი ზამთრის მიწურულს რომ ეუფლება _ ,,მე მეშინია იმ ატმის კვირტის… გაზაფხულზე რომ ვერ გახსნას მარტმა”…

ტარიელ ხარხელაური:

_  მადლობელი ვარ უფლის, რომ ლექსის წერის ნიჭი დამანათლა. განა ცოტაა კარგი და ჩემზე უკეთესი პოეტი საქართველოში? მაგრამ მათ თავიანთი სათქმელი აქვთ, თავიანთი გამოხატვის ფორმა, ჩემი მისია ეს იყო, ასე უნდა მეწერა. გამოვიდა, რომ ხალხმა შემიყვარა, ამაზე დიდი ბედნიერება, დიდი ჯილდო შეიძლება არსებობდეს?..

- Advertisement -
Ad imageAd image

ცხვარში 12 წელი გავატარე. შემეძლო, ქალაქში დავრჩენილიყავი და ქალაქური ყოფით მეცხოვრა, მაგრამ გარშემო ახალგაზრდა კაცისთვის ბევრი ბრჭყვიალა საცდური არსებობდა, მე ამ ყველაფერს გავერიდე და ჩემში ადამიანი გადავარჩინე…

ახლაც იმ სიყვარულით მიყვარს, არც ერთი ფერი გახუნებულა, გული ახლაც ისევე მიკრთის მის დანახვაზე, როგორც ადრე. ყველა ჩემი ლირიკული ლექსი მას ეძღვნება. განსაკუთრებით უყვარს ერთი, 65 წლის ასაკში რომ დავუწერე:

„მანძილი შენამდე დიდია,

შენიდან ჩემამდე _ არც ისე…“

შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?… იმ ქვეყანაშიც ჩემი მეუღლის ვალით წავალ და მასზე ლოცვას იქაც გავაგრძელებ…

- Advertisement -
Ad imageAd image

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ  ნომერში

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ტარიელ ხარხელაური: „შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: რისთვის?”. 24 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტარიელ-ხარხელაური-შვილ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi