„ჯეიმს ვებმა“ ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც ლიმონის ფორმა აქვს🍋

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კოსმოსზე დაკვირვების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური პლანეტა აღმოაჩინა. ობიექტი PSR J2322-2650b გარეგნულად ლიმონს წააგავს და მკვეთრად განსხვავდება ადრე აღმოჩენილი კოსმოსური სხეულებისგან.

The New York Times-ის ცნობით, პლანეტა, რომელიც ზომით იუპიტერს შეედრება, თავისი ვარსკვლავიდან სულ რაღაც 1 მილიონი მილის დაშორებით მდებარეობს, რაც უკიდურესად მცირე დისტანციაა. მასზე წელიწადი 8 დედამიწისეულ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. სისტემის ვარსკვლავი არის პულსარი – სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომლის ძლიერი გრავიტაციაც პლანეტას პირდაპირი მნიშვნელობით წელავს და მას წაგრძელებულ, ლიმონისებრ ფორმას სძენს.

სისტემის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ პულსარი ძირითადად გამა-დიაპაზონში ასხივებს, რაც „ვების“ ტელესკოპისთვის უხილავია. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, დაენახათ თავად პლანეტის სპექტრი ისე, ვარსკვლავის შუქის გარეშე.

ანალიზმა აჩვენა, რომ პლანეტის ატმოსფერო თითქმის მთლიანად ჰელიუმისა და ნახშირბადისგან შედგება. ეს ძალზედ უჩვეულოა, რადგან ცნობილი პლანეტების უმეტესობისთვის ძირითადი ელემენტები ჟანგბადი და აზოტია. ეგზოპლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა დაახლოებით 20,500°C გრადუსს აღწევს.

ასტრონომები ფიქრობენ, რომ სრულიად ახალი ტიპის ობიექტი აღმოაჩინეს, რომლისთვისაც მეცნიერებას ჯერ სახელწოდებაც არ აქვს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „ჯეიმს ვებმა“ ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელსაც ლიმონის ფორმა აქვს🍋. 24 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჯეიმს-ვებმა-ახალი-პლან/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Уборщик/посудомойщик

ბათუმი · დასუფთავება

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
NET Trainee

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product manager/Product Owner (MVP)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle / Senior UA Manager (Meta Ads)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Software Developer in Test

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-29T01:01:42+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi