ტაივანელი მსახიობი ბარბი სიუ, რომელიც Forbes China Celebrity-ის 50 ვარსკვლავს შორის იყო, გრიპის ვირუსისგან 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს BBC-ი.
ბარბი სიუს ოჯახის წევრების განცხადებით, ის გრიპის ვირუსით იაპონიაში ყოფნის დროს დაინფიცირდა, მას პნევმონია განუვითარდა, მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედიკოსების თქმით, ვარსკვლავს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. კერძოდ, მას გულის პრობლემები და ეპილეფსია აწუხებდა.
ბარბი სიუ სამხრეთკორეელ მომღერალ DJ Koo-ზე იყო დაქორწინებული. მას ორი შვილი დარჩა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ტაივანელი მსახიობი ბარბი სიუ, რომელიც Forbes China Celebrity-ის 50 ვარსკვლავს შორის იყო, გრიპის ვირუსისგან გარდაიცვალა. 7 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ტაივანელი-მსახიობი-ბარბი/
