ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გმობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს სასამართლოს თანამშრომლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გმობს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ჰააგის სასამართლოს თანამშრომლებს.

ჰააგის სასამართლოს განცხადებით, ტრამპის განკარგულება ძირს გამოუთხრის მის სამართლებრივ მუშაობას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო თავის მონაწილე 125 სახელმწიფოს მოუწოდებს, ერთიანად დადგნენ სამართლისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

„სასამართლო მტკიცედ უჭერს მხარს თავის პერსონალს და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლის უზრუნველყოფას და მსოფლიოს მასშტაბით სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლისთვის იმედის მიცემას ნებისმიერ სიტუაციაში“, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, წინააღმდეგ გამოძიებებზე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჰააგის საერთაშორისო სასამართლო გმობს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს სასამართლოს თანამშრომლებს. 7 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჰააგის-საერთაშორისო-სასა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi