ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიექიმისქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ...

სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში

სქოლიოზი საზოგადოებაში ცნობილია როგორც ხერხემლის გამრუდება, თუმცა სქოლიოზის მკვლევართა ასოციაციის მიერ მოწოდებული განმარტების თანახმად, სქოლიოზი არის  ხერხემლის სვეტის ლატერალური დევიაცია, კობის კუთხე (ხერხემლის გადახრის  მაჩვენებელი ) 10 გრადუსზე მეტი, როტაციასთან ერთდ.

მოკლედ რომ ითქვას, სქოლიოზი ეს არის ხერხემლის სვეტის კომპლექსური, სამგანზომილებიანი დეფორმაცია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ჯანმრთელ ბავშვებში, ის პროგრესირებს მრავალი ფაქტორის გავლენით და ვითარდება ზრდის ნებისმიერ ეტაპზე. 

სქოლიოზის სიმპტომები – გამოვლინება

სქოლიოზის კლინიკური გამოვლინება შესაძლოა განხვავდებოდეს მისი ტიპის და ხარისხის მიხედვით, თუმცა არსებობს მეტნაკლებად საერთო სიმპტომები, ესენია: 

  • მხრების ასიმეტრია
  • მენჯის ასიმეტრია
  • ხერხემლის დეფორმაცია
  • მალთა როტაცია

გართულებული მდომარეობისას შესაძლოა აღინიშნებოდეს :

  • ზურგის ტკივილი: სქოლიოზის  შორს წასული ფორმების დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ზურგის ტკივილი, განსაკუთრებით გამრუდების არეში. ტკივილი შეიძლება გაამწვავოს გარკვეულმა აქტივობებმა, ჯდომის ან დგომის ხანგრძლივმა პერიოდებმა.
  • სუნთქვის გაძნელება: მძიმე ხარისხის სქოლიოზის დროს   შესაძლოა განვითარდეს სუნთქვის გაძნელება. ხერხემლის გამრუდება ხშირად იწვევს  ფილტვების ტევადობის შემცირებას,  ამის შედეგად კი პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ქოშინი, დაღლილობა და ფიზიკური დატვირთვის მიმართ ტოლერანტობის შემცირება.
  • მობილობის შეზღუდვა: მცირდება ხერხემლის მოძრაობის დიაპაზონი და მოქნილობა
  • ნერვის კომპრესია: ზოგ შემთხვევაში, ხერხემლის გამრუდებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვზე ზეწოლა და განვითარდეს იქნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

დაბუჟება, ჩხვლეტა, სისუსტე კიდურებში და სხვა. 

სქოლიოზის გამომწვევი მიზეზები

სქოლიოზის შემთხვევათა დაახლოებით 80% იდიოპათიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დგინდება მისი გამომწვევი მიზეზი.

აქტიურად მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურ ფაქტორს სქოლიოზის გავითარებაში.

სქოლიოზის მკურნალობის საშუალებები.

არსებობს სქოლიოზის მკურნალობის 2 ძირითადი მეთოდი:

კონსერვატიული და ქირურგიული. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სხვა და სხვა ფიზიოთერაპიულ საშუალებებს, თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული მხოლოდ ორი კონსერვატიული მკურნალობის საშუალება:

შროტ თერაპია და SEAS-თერაპია.

შროტის მეთოდი ხერხემლის სამგანზომილებიანი კორექციის საშუალებას,  სპეციალურად შერჩეული სპეციფიური ვარჯიშების გამოყენებითა და ასიმეტრიული სუნთქვით (ანუ ჩასუნთქვა, მეტად ერთი ფილტვით (მარჯვნივ ან მარცხნივ – გამრუდების რკალიდან გამომდინარე), რომელიც შეესაბამება გარკვეული ტიპის სქოლიოზს.

  შეიძლება თუ არა რენტგენმა და კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ კიბო გამოიწვიოს

ხოლო SEAS-თერაპია არის დაფუძნებული თვითკორექციულ, სპეციფიურ ვარჯიშებზე, რომლის დახმარებით პაციენტი სწავლობს სხეულის სწორი პოზიციის გამყარებას, რომლის შედეგადაც მიიღწევა ხერხემლის მაქსიმალური გასწორება. ამის საშუალებით ყალიბდება ტანდეგობის სწორი პატერნი.

მაგრამ, დღევანდელ საზოგადოებაში ყველა არ მიმართავს ამ მეთოდებს. მიმართავენ კლასიკურ ფიზიკურ თერაპიას. ან სურთ გავლილი თერაპიის მერე გააგრძელონ ვარჯიში ფიტნეს დარბაზში. აქ მოგიყვანთ ვარჯიშების მცირე მაგალითს, რას უნდა მოერიდოს მწვრთნელი სავარჯიშო პროგრამის შედგენის დროს და რას უფრო მიაქციოს ყურადღება.

პირველ რიგში ჩვენ უნდა გვახსოვდეს სქოლიოზის სიმპტომატიკა, რომელიც გვეუბნება რომ, გამრუდება იწვევს კუნთურ დისბალანსს. აქედან გამომდინარე არ არის სასურველი მივცეთ მომხმარებელს საბაზისო ვარჯიშები, ასევე უნდა მოვერიდოთ ვერტიკალურ დატვირთვას, მაგალითად:

  • კლასიკური ღერძის ამოზიდვა
  • წოლჭიმი
  • კლასიკური ჩაჯდომა ღერძით
  • ხტუნვითი ვარჯიშები და ა.შ.

რატომ უნდა მოვერიდოთ საბაზისო ვარჯშებს?

იმიტომ რომ საბაზისო ვარჯშები მოითხოვს ბევრი სტაბილიზატორი კუნთის ჩართულობას, რაც სქოლიოზის დროს არ არის სასურველი, რადგან კუნთოვანი სისტემა ისედაც სწორად არ მუშაობს გამბრუდების გამო.

ასეთ შემთხვევაში ვაძლევთ რეკომენდაციას გაკეთდეს იზოლირებული ვარჯიშები (მიმართული მხოლოდ 1 ან 2 კუნთოვან ჯგუფზე) ნაკლები სტაბილიზატორის ჩართულობით.

მაგალითად:

  • ვერტიკალური ბლოკის ჩამოქაჩვა
  • ჰორიზონტალური ბლოკის მოქაჩვა
  • ვარჯიში „პეპელას“ ტრენაჟორში
  • ვარჯიში „ჰამერის“ ტრენაჟორში

ყველა ვარჯში სრულდება მცირე ან საშუალოზე მცირე წონით და მეტი გამეორებით.

რაც მთავარია, სავარჯიშო პროგრამა დგინდება ყველასთვის ინდივიდუალურად, რადგან ყველას ორგანიზმი სხვადასხვანაირია და ხერხემლის გამრუდებაც არ არსებობს ერთნაირი. უნდა იყოს გათვალისწინებული ორგანიზმის ყველა თავისებურება. თუმცა ხაზგასმით მოგახსენებთ, რომ სქოლიოზის შემთხვევაში უნდა იმუშაოს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტმა, რათა არ გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება და არ დააზიანოს მომხმარებლის ჯანმრთელობა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.