ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თევზის შესაბოლ საწარმოს საქმიანობა შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

ბიზნესოპერატორი ზ.ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; დაბინძურებული ინვენტარი; თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკის შემცველი მეთოდით.

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საწარმოო პროცესი შეუჩერდა კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

  ფოტო/ვიდეო - „შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აგღვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი. ძალიან მიჭირს...“-ლიკა კუჭუხიძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი