ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან,...

„ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან, როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას“- მიტროპოლიტი შიო

„როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის, ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!
…საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი…“
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება დიდ ოთხშაბათს, შვიდგზის ზეთისცხების მსახურების წინ
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში. აი, მაგალითად, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები საქადაგებლად, ისინი ზეთს სცხებდნენ ადამიანებს და უამრავ სნეულს კურნავდნენ. ასე იქცეოდნენ მოციქულები და ჩვენც ასე გვიანდერძეს.
შეგახსენებთ, რას წერს, როგორ გვმოძღვრავს წმინდა იაკობ მოციქული: „თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა (ე. ი. ეკლესიის მღვდლებს), რათა სცხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს და თუ რაიმე შეუცოდავს, მიეტევება“ (იაკ. 5, 14-15), – აი, მოციქულის სიტყვები.
მაშასადამე, ჩვენ მოვუწოდებთ არა იმას, ვინც მოგვესურვება, არამედ ეკლესიაში დადგენილ სამღვდელოებას, რომლებიც სცხებენ ზეთს ავადმყოფს უფლის და არა სხვა ვინმეს სახელით. სნეულსაც აღადგენს თვით უფალი და არა სხვა ვინმე. ისევე, როგორც ცოდვებს შეუნდობს უფალი და არა ვინმე სხვა. აი, როგორ გვასწავლის წმინდა მოციქული.
რატომ არის დადგენილი, რომ ზეთი უნდა ვიხმაროთ ამ საიდუმლოს აღსრულებისას?
საერთოდ, სხვადასხვა საიდუმლოში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება: ნათლობისას წყლით ვნათლავთ, ზიარებას აღვასრულებთ პურით და ღვინით. ეს დაადგინა უფალმა, მისი განგებულებით არის ასე და ჩვენი ვალია, მივიღოთ რწმენით და მორჩილებით.
რისთვის სჭირდება უფალს ამ მატერიალური ნივთიერებების გამოყენება? იმისთვის, რომ მადლი გარდამოვიდეს ჩვენზე?
ეს უფალს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რადგან სანამ ვართ ამ მატერიალურ სხეულში, იქამდე გვესაჭიროება მატერიალური მხარეც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში. უფალმა, გაითვალისწინა რა ეს ჩვენი უძლურება, იყენებს ასევე ამ ნივთიერებებს. თავისთავად ზეთი უძლურია, ისევე როგორც სხვა ნივთიერება, მაგრამ ღვთის მაკურნებელი მადლი გადმოდის მასზე და ის აღასრულებს ამ საიდუმლოებას და კურნებას.
ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის და ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!
დღეს ჩვენ მოვისმენთ სახარებებს, სამოციქულოებს, სადაც საუბარია სინანულზე. ამიტომ ვეცადოთ, რწმენით და სინანულით მივიღოთ ეს წმინდა საიდუმლო და ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან, როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას.
წარმოიდგინეთ, რა დასანანი, რა სირცხვილი იქნება ჩვენთვის, როცა ჩვენნაირ მოკვდავ ადამიანებს უფრო ვუსმენთ ხოლმე, მათ დარიგებებს, მათ რჩევებს (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა), მათ შორის, ექიმებს თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამას როცა ვაკეთებთ და უკვდავი ღმერთის მცნებებს უგულებელვყოფთ, რა თქმა უნდა, ეს სავალალო და სამარცხვინოა ჩვენთვის.
ასე რომ, მივიღოთ ამ რწმენით და სინანულით დღევანდელი საიდუმლოება, რათა საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
⛪️ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
➡️ 8 აპრილი, 2026 წელი
✍️ ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
📸 ფოტო: ნინო სოზაშვილი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
  შექმენი სააღდგომო აურა შენი ხელით – ბუნებრივი მასალების დეკორი ინტერიერში
წინა პოსტი
შემდეგი პოსტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.