ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით – თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე; გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა; დაბინძურებული ინვენტარი; ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით.

აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით – თევზის შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. 10 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ბიზნესოპერატორი-თევზის-შ/

  ბრუკლინში ქართული კაფე-რესტორანი „საამო“ გაიხსნა – სოფიო ასათიანის ემიგრანტული წარმატების ისტორია
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi