გრენლანდიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოკითხვის თანახმად, რომელიც დანიურ გაზეთ Berlingske-ში გამოქვეყნდა, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ მათი არქტიკული კუნძული აშშ-ის ნაწილი გახდეს, 6% ემხრობა, ხოლო 9%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება.

გამოკითხვა ჩაატარა კომპანია Verian-მა დანიური გაზეთისა და გრენლანდიური ყოველდღიური გაზეთის Sermitsiaq-ის დაკვეთით.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრების დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის პრინციპს.

„მოხარული ვარ, თუ გამოკითხვა იმის გამოხატულებაა, რომ ბევრ გრენლანდიელს სურს დანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – განაცხადა ფრედერიქსენმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გრენლანდიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს. 29 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გრენლანდიაში-ჩატარებული/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi