2025 წლის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა. წელს 31 700-ზე მეტი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, 6 500-ზე მეტმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესია ხოლმე ცნობილი ადამიანების აბიტურიენტი შვილების მიმართ.
“დაუფასდა შრომა, გილოცავ, დე, სულ წარმატებები, ჩემო ბიჭო. ძალიან ამაყი ვარ, ბედნიერი სტუდენტობა, (ეკონომიკის ფაკულტეტი)“, – წერს ცნობილი მსახიობი ია სუხიტაშვილი.
როგორც მსახიობი კახა გოგიძე წერს, მისი უმცროსი შვილი ერთდროულად სამ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. “სულ “ვბლატაობდი” შვილებთან, რომ ყოფილმა ოროსანმა, სამჯერ დავამთავრე უნივერსიტეტი და სამი დიპლომი მაქვს, ჩემმა უმცროსმა ესეც მომისპო, ოთხში ერთად ჩააბარა და ოთხივეში მოხვდა, ესპანეთში, შტატებში, ბულგარეთში და საქართველოს უნივერსიტეტში, რა სასტიკია ეს ვირიშვილი, მამა ასე უნდა დაჩაგრო?“
სტუდენტი გახდა აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი. მან ერთიანი ეროვნული გამიცდები წინასწარი პატიმრობის პირობებში ჩააბარა… სრულად