პურის ქართულმა მწარმოებელმა „იფქლი დიღომმა“ ისრაელში პურის უკვე მესამე კონტეინერი გაგზავნა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ქართულმა პურის მწარმოებელმა „იფქლი დიღომმა“ უკვე მესამედ გაიტანა საკუთარი პროდუქტი ისრაელის ბაზარზე.

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის სოფიო ბედიაშვილის განცხადებით, ექსპორტის მიმართულებით მუშაობა დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყეს და ამ დროისთვის მესამე 40-ტონიანი კონტეინერის გაგზავნა უკვე დასრულებულია. თითოეული პარტია დაახლოებით 30–35 ათასამდე პურს მოიცავს.

ექსპორტისთვის დამზადებული პროდუქცია სპეციალური ტექნოლოგიით ინახება: გამოცხობის შემდეგ პური გადადის შოკური გაყინვის რეჟიმში, სადაც ტემპერატურა -35°C-ია, შემდეგ კი -18°C-ზე ინახება სპეციალურ კონტეინერში. შემდეგ -18 გრადუსის რეჟიმში, სპეციალურ კონტეინერში ინახება. გაყინულ მდგომარეობაში პურის შენახვის ვადაა 6 თვე. გალღობის შემდეგ ნარჩუნდება ახალგამომცხვარი პურის სტრუქტურა.

ბედიაშვილის თქმით, „იფქლი დიღომი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ პურის ექსპორტი შეძლო, რაც მცირე ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

ექსპორტის დაწყების შემდეგ ისრაელთან პურ-ფუნთუშეულის ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა:
2025 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოდან ამ მიმართულებით 141 ტონა, საერთო ჯამში 353,500 დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა 2024 წელს ამავე კატეგორიით მხოლოდ 38 ტონა და 115,200 დოლარის ექსპორტი დაფიქსირდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პურის ქართულმა მწარმოებელმა „იფქლი დიღომმა“ ისრაელში პურის უკვე მესამე კონტეინერი გაგზავნა. 8 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პურის-ქართულმა-მწარმოებე/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T12:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi