როგორ უნდა გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს თუ თავად მოგიწევთ გადახდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების სია გამოაქვეყნა. განსაზღვრულ პროგრამებზე სტუდენტები 4 წლის განმავლობაში უფასოდ ისწავლიან.

თუმცა, ზოგიერთ უნივერსიტეტში ე.წ. უფასო პროგრამაზე ჩარიცხულთა მხოლოდ ნაწილი ფინანსდება, ნაწილს კი თავად მოუწევს სრული ან გრანტის შესაბამისი გადასახადის გადახდა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებას უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს. შესაძლოა, პირობითად, 100 ადგილიდან ასივე ფინანსდებოდეს. ასევე, შესაძლოა, 100 ადგილიდან 60-ს სახელმწიფო სრულად აფინანსებდეს, 40-ს კი – არა. ასეთ შემთხვევაში, უნივერსიტეტი რეიტინგული სიის მიხედვით ხელმძღვანელობს და პირობითად, პირველ 60 ყველაზე მაღალქულიან სტუდენტს ანიჭებს უპირატესობას.

ამიტომ, ინფორმაცია, ინდივიდუალურად, უნივერსიტეტების მიხედვით უნდა გადაამოწმოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

მაგალითად, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განგვიცხადეს, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება.

ხოლო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვითხრეს, რომ ე.წ. უფასო ფაკულტეტებზე ჩარიცხულთა ნაწილი მიიღებს სრულ დაფინანსებას (გრანტის მიუხედავად). მაგალითად, მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ქართული ფილოლოგიის შემთხვევაში, 60 სტუდენტი მიიღება. აქედან 40 სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ადგილია, 20 კი თვითდაფინანსებული ადგილების რაოდენობა.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სრულად დაფინანსებულ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რანჟირებული სიების მიხედვით. ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როგორ უნდა გაიგოთ, ე.წ. უფასო ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემთხვევაში სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს თუ თავად მოგიწევთ გადახდა. 27 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-უნდა-გაიგოთ-ე-წ-უფას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi