შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე დაწყებულია - უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად,...

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე დაწყებულია – უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, თიანეთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა.

ინფორმაციას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ამ წუთებში, ვითარების გასაცნობად, ადგილზე იმყოფებიან თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ლევან წიკლაურის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც. ტექნიკა და სამუშაოები, შექმნილი პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე, ყველა საჭირო ლოკაციაზე ინტენსიურად გაგრძელდება.
დღეს, საღამოს, მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორხევში, ყუდროში, ომარაულებსა და საჯინიბოში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.

  დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება თავისუფლების მოედანზე დაიწყო
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი