სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, ღამით ჩამოწვა. მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სტიქიას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ცხრა ადამიანს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი.

ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). სტიქიის ზონაში მაშველებმა მეცხრე ადამიანის ცხედარი იპოვეს. 8 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სტიქიის-ზონაში-მაშველებმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi