ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე –http://kids.org.ge./ge

„I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი.

დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ცნობილია, როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია. 25 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილია-როდის-დაიწყება-2/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi