იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი მართლმადიდებლად მოინათლა. თქვენ იცით, რომ კარლო მსოფლიო ლეგენდის – სოფი ლორენისა და ასევე ლეგენდარული რეჟისორის – კარლო პონტის უფროსი ვაჟია.
56 წლის მუსიკოსს ქართველი საცოლე ჰყავს. მარიამ შარმანაშვილსაც იცნობს ქართველი (და უკვე მსოფლიო) პუბლიკა.
წყვილმა პანდემიის დროს ინტერნეტით გაიცნო ერთმანეთი. მალე ქართველ ქალზე თავდავიწყებით შეყვარებული კარლო საქართველოში ჩამოვიდა. მას შემდეგ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, როცა კი ამის საშუალებას დირიჟორის გრაფიკი იძლევა. მარიამი რამდენიმე თვის წინ იტალიელი ვარსკვლავის 90 წლის საიუბილეო საღამოზე იმყოფებოდა და სადედამთილოს პირადად მიულოცა დაბადების დღე. .. სრულად