სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს.

ცხოველების გამოყვანა განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.

ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც, ზრუნვის პარალელურად, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს. 24 მარტი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სოფელ-კურსებში-მეწყრულ-ზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi