კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის – „ვეფხისტყაოსნის“ (ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) პრემიერა გაიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა:
„სირცხვილო, ქართველის მიერ ეს დადგმა არის მტრობა ხელოვნების, პოემის და რაც მთავარია სამშობლო – საქართველოსი.“
„თინათინი ტიტველი რატომაა? რა კოსტიუმები აცვიათ, რა მეტყველება…“
„მოხუცდა ჩვენი დიდი მაესტრო… თუმცა იმის მერე, რამდენი სიხარულიც მოგვანიჭა რობიკო სტურუამ, არ ღირს გული ვატკინოთ.“

კრიტიკას თავად მაესტრომ უპასუხა. მსახიობ გიორგი გასვიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რობერტ სტურუა თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს მიმართავს:
“ჩვენს თეატრმცოდნეებს ავიწყდებათ, რომ ის, რასაც ისინი წერენ, ეს ლიტერატურის ნაწილია ხომ? – ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწილია. ერთი სტატია დამისახელე, სადაც შენ აღიქვამ როგორც ხელოვნებას, ყველა დამპალი სტატიაა, შურით, ბოღმით დაწერილი…“


