შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WOAH), წევრი ქვეყნების დახმარების მიზნით, 2020 წელს შექმნა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით.

მიმდინარე წელს ორგანიზაციის ბრიუსელის რეგიონულმა წარმომადგენლობამ ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის შეიმუშავა გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების გეგმა და რეგიონული პრიორიტეტები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა, ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა განიხილეს. კონფერენციაზე შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და, შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შემუშავდა აღნიშნული პროგრამის შესრულების გეგმა, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული და მოიცავს გარეული ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგსა და მართვას; დაავადებების გავრცელების შემთხვევაში კი, რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას. 27 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შემუშავდა-აღნიშნული-პროგ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T15:06:37+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi