სინოპტიკოსების თქმით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, უახლოეს დღეებში სინოპტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან. დღეს დღის მეორე ნახევრიდან უხვი ნალექის შეწყვეტაა ნავარაუდები გურია-აჭარა- სამეგრელოს ტერიტორიაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა, ღამით შენარჩუნდება ყინვა.

„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში+2+7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სინოპტიკოსების თქმით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. 27 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სინოპტიკოსების-თქმით-გუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi