თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟეებმა, 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა მოქალაქის ბარგში აღმოაჩინეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკია აღმოჩენილი. ფინანსთა სამინისტროს მებაჟეებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგში 20 კილოგრამზე მეტი ჰერმეტულად დაფასოებული მარიხუანა ამოიღეს.

უწყების ცნობით, ბარგის სკანირებისას საეჭვო ნივთიერება რენტგენოლოგიური კონტროლისას დაფიქსირდა, რის შემდეგაც მისი დეტალური ინსპექცია განხორციელდა. შემდგომი დათვალიერებისას, ეჭვი დადასტურდა — ჩანთაში მოთავსებული იყო ჰერმეტულად შეფუთული მარიხუანა, საერთო წონით 20 კილოგრამზე მეტი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-1 ნაწილით და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟეებმა, 20 კილოგრამზე მეტი მარიხუანა მოქალაქის ბარგში აღმოაჩინეს. 16 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-საერთაშორისო-აე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi