შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასინოპტიკოსების თქმით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება

სინოპტიკოსების თქმით, გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, უახლოეს დღეებში სინოპტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან. დღეს დღის მეორე ნახევრიდან უხვი ნალექის შეწყვეტაა ნავარაუდები გურია-აჭარა- სამეგრელოს ტერიტორიაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში, ტემპერატურა დღისით მოიმატებს, თუმცა, ღამით შენარჩუნდება ყინვა.

„მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის პირობების გაუმჯობესებას ველოდებით. გურია-აჭარა-სამეგრელოს ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღეისთვის დასავლეთ საქართველოში+2+7 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 0 +5 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისშიც +4 გრადუსი დაფიქსირდება”, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

  „ძალიან დიდი შრომის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოში არსებული რძის პროდუქტები ევროპული სტანდარტებით იწარმოება. მომხმარებლებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ ქართული პროდუქციის მოხმარება“-ასოციაცია „საქრძის“ პრეზიდენტი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი