შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტი"სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა" - გიორგი ლორია

“სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად როგორც იყო, ეგ უნდა ვთქვა” – გიორგი ლორია

2024 წლის 26 მარ­ტი ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღია. ამ დღეს “ერთა ლი­გის” ფი­ნალ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნე­თის გუნ­დი თბი­ლის­ში, “დი­ნა­მო არე­ნა­ზე” 11-მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა, გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად გა­ვი­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რა თქმა უნდა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტი იყო. მათ შო­რის ერთ-ერთი ჩვე­ნი გუნ­დის სა­თა­და­რი­გო მე­კა­რეს, გი­ორ­გი ლო­რი­ას უკავ­შირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის ბო­ლოს სა­თა­და­რი­გო სკამ­თან და სამ­წვრთნე­ლო შტაბ­თან შეხ­ლა-შე­მოხ­ლა იყო, რა დრო­საც შეხ­ვედ­რის მთა­ვარ­მა არ­ბიტრმა გი­ორ­გი ლო­რი­ას წი­თე­ლი ბა­რა­თი უჩ­ვე­ნა და მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვა.

ამ ეპი­ზოდ­ში ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რის­თვის მის­ცა მსაჯ­მა ლო­რი­ას წი­თე­ლი ბა­რა­თი და მას შემ­დეგ ეს თემა ხუმ­რო­ბის მი­ზე­ზად იქცა.

“მოდი, ასე და­ვი­წყოთ, სი­მარ­თლე უნდა ით­ქვას, ნამ­დვი­ლად რო­გორც იყო, ეგ უნდა ვთქვა – არა­ფერ­ში. გე­ტყვით რა სი­ტუ­ა­ცია იყო და რა ხდე­ბო­და, იქ ხომ და­ი­წყო ჩოჩ­ქო­ლი, “ხი­პი­ში” იყო, გა­წევ-გა­მო­წე­ვა, ერთი ამ­ბა­ვი. მე ვი­ყა­ვი მწვრთნე­ლე­ბის მხა­რეს და ჩხუ­ბი მოხ­და მე­ო­რე მხა­რეს.

თან ახლა ჩხუ­ბი კი არის, მაგ­რამ სა­ნამ ად­გე­ბი, სა­ნამ მიხ­ვალ, მორ­ჩე­ბა რა, მაგ­რამ გაგ­რძელ­და, გაგ­რძელ­და, ყვე­ლა წა­ვი­და და მეც წა­ვე­დი. სა­ნამ მი­ვე­დი, იქ შემ­ხვდა ვი­ღაც გა­დავ­კოც­ნე. სა­ნამ მი­ვე­დი, მორ­ჩა უკვე ეს ამ­ბა­ვი. შე­მოვტრი­ალ­დი და გა­ვუ­ყა­რეთ თვა­ლი თვალ­ში (გუ­ლის­ხმობს მსაჯს) და არ ვიცი მო­ვე­წო­ნე თუ რა იყო, წი­თე­ლი არ ამიფ­რი­ა­ლა ეგ­რე­ვე. იხილეთ სრულად

  "მე მებრძოლი ხალხის ქვეყნიდან ვარ ძმაო, 300 არაგველი იცი?" - ლაშა ბექაური Eurosport-ის ჟურნალისტს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი