ბრაზილიის ზოგიერთ ნაწილში რეკორდულად ცხელი დღეებია. რიო დე ჟანეიროში სითბოს ინდექსი 62,3 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ის 40 გრადუსია.
სითბოს ინდექსი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც რეალური ტემპერატურა, არის ის, ტემპერატურა, რასაც გრძნობს ადამიანის სხეული – ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის ურთიერთქმედებით არსებული სიცხე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი შეიგრძნობს.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი სითბოს ინდექსია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მეტეოროლოგები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, ბოლოს რიოში მსგავსი რამ 2014 წელს დაფიქსირდა. იპანემას და კოპაკაბანას სანაპიროები ხალხითაა გადაჭედილი.
“ვფიქრობ, სიტუაცია გაუარესდება, რადგან მოსახლეობა ძალიან იზრდება, ამას ემატება ტყეების გაჩეხვა“, – ამბობს რიოს ცენტრალური პარკის თანამშრომელი, რაკელ კორეა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბრაზილიაში წლის რეკორდული სითბოს ინდექსი 59 გრადუსი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ რეკორდული ტემპერატურის პარალელურად, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ექსტრემალური წვიმებია, რასაც წყალდიდობა და ნგრევა მოჰყვა. ადგილობრივი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მსგავსი ამინდი შენარჩუნდება მომდევნო კვირაშიც. წყარო
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). სითბოს რეკორდულად მაღალი ინდექსი 62.3°C ბრაზილიაში – რას ამბობენ მეტეოროლოგები?. 19 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სითბოს-რეკორდულად-მაღალი/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
