დეკანოზმა პეტრე კოლხმა, რომელიც გადაცემა „პირველი სტუდიის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო, საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ჰქონია თუ არა სასულიერო ცხოვრების დროს ბევრი ადამიანური ცდუნება“, დეკანოზმა აღნიშნა, რომ „მისი ადამიანური ცდუნება შოპინგია“.
„ვიღაცამ შეიძლება ამის გამო გამკიცხოს, მაგრამ ვაღიარებ და ყველგან ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ყიდვა. შეიძლება ჯიბეში ორი კაპიკი მქონდეს, მაგრამ ისიც უნდა დავხარჯო და რაღაც ვიყიდო, შეიძლება არც ჩავიცვა, მაგრამ ამით ვიკლავ იმ მოთხოვნილებებს, სხვა მიმართულებით რომ არ წავიდეს ფიქრი და აზროვნება“, – აღნიშნა პეტრე კოლხმა.
დეკანოზმა ასევე ისაუბრა მოქალაქეების გარკვეული ნაწილის იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც მისი ჩაცმის სტილის მიმართ აქვთ:
„მხოლოდ ერთი ანაფორა მაქვს. ტანსაცმელი – ბრენდულიც და არაბრენდულიც, როგორ არა, უმისობაც არ შეიძლება. ჩემი თავი უნდა ვიგრძნო, უნდა მომყვებოდეს. ადამიანს თუ [საკუთარი] თავის მიმღებლობა არ აქვს, ის სხვას ვერ მიიღებს, როცა სხვას ვერ იღებენ, იმ ადამიანის მიმართ აგრესია აქვთ. პატარ-პატარა წვრილმანები, რაც ბედნიერებას განიჭებს და რაც მართლმადიდებლობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რატომაც არა, იყოს, ვის უშლის. ამაზე ჭორაობა უფრო დიდი გოიმობა მგონია, ვიდრე ის, რომ წახვიდე და რაღაც შეიძინო“, – აღნიშნა დეკანოზმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „სხვის ჩაცმულობაზე ჭორაობა უფრო დიდი გოიმობა მგონია, ვიდრე კარგად ჩაცმა“. 19 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/სხვის-ჩაცმულობაზე-ჭორაო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T19:36:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
