პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - საქმე მიგრანტების მიმართ...

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

ლიეტუვის სასამართლომ, ყოფილი ფსიქოლოგი, ტომას კელპშა თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტების მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნო. კრიმინალური ქმედების განხორციელების დროს, ის დევნილთა ცენტრში მუშაობდა. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.

ვილნიუსის საოლქო სასამართლომ, ტომას კელპშას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ჯარიმის სახით, 5 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამასთან კელპშა ვალდებულია 4 დაზარალებულს, თითოს 10 000 ევროს ოდენობით თანხა გადაუხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კელპშას ქონება დაყადაღებულია, რათა მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს.

წყარო: რუსთავი2

  "არ გვავიწყდება საქართველო” – ემიგრანტის ვაჟის ემოციური გზავნილი ამერიკიდან
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი