პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესითბილისი 2025 წლის აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადება — გამოცხადდა 1.9 მლნ ლარის...

თბილისი 2025 წლის აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადება — გამოცხადდა 1.9 მლნ ლარის ტენდერი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2025 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ჩასატარებლად 1.925 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფორუმი 2025 წლის 22-23 ოქტომბერს ტარდება. დოკუმენტაციის მიხედვით, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა კი განპირობებულია იმით, რომ ფორუმისთვისა სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა ივნისიდან უნდა დაიწყოს.

„ფორუმზე მოწვეულია 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის მეთაური, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები. წინასწარი მონაცემებით ფორუმს დაესწრება დაახლოებით 2000-მდე სტუმარი.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან ერთად 2025 წლის 22-23 ოქტომბერს თბილისში ტარდება თბილისის ფინანსური ტექნოლოგიების (,,ფინტექ“) სამიტი. ღონისძიების ორგანიზატორია სინგაპურული ორგანიზაცია Global Finance & Technology Network Limited („GFTN Limited“), თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

,,GFTN Limited” ახორციელებს სამიტის თემატიკის შემუშავებას, ასევე უზრუნველყოფს მსოფლიო მასშტაბით საფინანსო ინდუსტრიის დარგში მომუშავე წამყვანი სპიკერების, მონაწილეების ჩამოყვანას თბილისში.

აღნიშნული სამიტი 2000- მდე მონაწილეს მოიაზრებს, მათ შორის: მარეგულირებელ უწყებებს, საფინანსო ინდუსტრიის ლიდერებსა და ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან.

თბილისის ფინანსური ტექნოლოგიების (,,ფინტექ“) სამიტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის პანელური დისკუსია, სემინარი და შეხვედრა.გამომდინარე იქიდან რომ, ღონისძიებების მაღალ დონეზე ჩატარება ქვეყნის პრესტიჟის საკითხია, ხოლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვების მთელი რიგი საკითხების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”-ს და თბილისის ფინანსური ტექნოლოგიები (,,ფინტექ“) სამიტის ფარგლებში, ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვის გამარტივება“, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.

„ეს მაღალი დონის ღონისძიება იქნება საუკეთესო პლატფორმა თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და ბიზნესის შესაძლებლობებისთვის, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს, როგორც ,,ფინტექ“ ჰაბის როლს შუა დერეფანში“, – წერია ინფორმაციაში.

  “მივიღე სერიოზული დაზიანება სახის არეში..." – რას წერს ნონა გაფრინდაშვილი

ცნობისათვის, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2015 წლიდან ტარდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

 

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.