ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასერიოზული კრიზისი - ფერმერები რძეს ღვრიან, გაყიდვები განულებულია

სერიოზული კრიზისი – ფერმერები რძეს ღვრიან, გაყიდვები განულებულია

სერიოზული კრიზისი ქართულ მერძევეობაში – სკანდალები, შემცირებული გაყიდვები და ფერმერთა ზარალი

ქართული მერძევეობა მძიმე გამოწვევების წინაშეა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა – როგორც უცხოური რძის პროდუქტში პოტენციური საფრთხის გამოვლენამ, ისე საკვები უსაფრთხოების გარშემო ატეხილმა ხმაურმა – მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც გადამმუშავებელ საწარმოებს, ასევე ფერმერებს, რომლებიც რძით ამარაგებენ ადგილობრივ კომპანიებს.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდა აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ რძის ნიმუშში აფლატოქსინის აღმოჩენა, რასაც მოჰყვა მომხმარებელთა ნდობის კლება და „სოფლის ნობათის“ პროდუქტების გაყიდვების თითქმის სრული შეწყვეტა. როგორც რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახაბერ კონიაშვილი ამბობს, ამან პირდაპირი დარტყმა მიაყენა არა მხოლოდ კონკრეტულ ბრენდს, არამედ მთელ სექტორს.

„როცა გადამმუშავებელი ვერ ყიდის პროდუქციას, ის აღარ ყიდულობს რძეს ფერმერისგან, შესაბამისად, ფერმერიც რჩება შემოსავლის გარეშე. ეს ერთიანი ჯაჭვია, რომლის რღვევა მთელ დარგს აზარალებს“, – აღნიშნავს კონიაშვილი.

არანაკლებ რთული ვითარებაა სხვა საწარმოებშიც. ნიკოლოზ ბენიაიძე, მერძევეობის ასოციაციის თავმჯდომარე და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი, ხაზს უსვამს იმას, რომ ბოლო სკანდალებმა – მათ შორის „ყვარლის ბაგისა“ და „ჩირინას“ გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა – მტკივნეულად იმოქმედა რძის მოთხოვნაზე. ბევრი ფერმერი იძულებული გახდა, რძე გადაეღვარა ან სიმბოლურ ფასად გაეყიდა, რადგან პროდუქტის შენახვა გრძელვადიანად შეუძლებელია.

„ფერმერებს ყოველდღიურად სჭირდებათ თანხა ცხოველების მოსავლელად – საკვები, ვეტერინარია და სხვა ხარჯები. როცა რძეს ვერ აბარებენ, ისინი რეალურ ფინანსურ კრიზისში ექცევიან“, – აცხადებს ბენიაიძე.

მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დღეს ბაზარზე არსებული პროდუქტი სრულად მოწმდება და უსაფრთხოა. ისინი მიესალმებიან სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ერთობლივ მონიტორინგს, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე შემოსული რძის ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  შენგენის ვიზა ძვირდება?
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი