ქართულ რძეში აფლატოქსინი დაფიქსირდა — როგორია საფრთხეები და მოწამვლის სიმპტომები

ავტორი
3 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 აპრილს განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, სოფლის ნობათის რძის ხუთ ნიმუშში აფლატოქსინი M1 (AFM1) დასაშვებზე მაღალი დოზით დაფიქსირდა. გამოკვლეული პროდუქტებიდან (იხილეთ ჩამონათვალი) ერთი-ერთი საბავშვო რძე იყო.

კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IARC) კლასიფიკაციითAFM1 მეორე B ჯგუფის კანცეროგენია. სხვა სიტყვებით, არსებობს გარკვეული (თუმცა არასაკმარისი) მტკიცებულებები იმისა, რომ ამ ნივთიერებას ადამიანებში კიბოს გამოწვევა შეუძლია.

ზოგადად, აფლატოქსინები კანცეროგენური და მომწამვლელი ნაერთებია, რომელთაც ობის სოკოები წარმოქმნის. აფლატოქსინი B1-ით (AFB1) შეიძლება სხვადასხვა პროდუქტი დაბინძურდეს, მათ შორის: თხილეული, სიმინდი, მარცვლეული და ა. შ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

თუკი ძროხა AFB1-ით დაბინძურებულ საკვებს მიიღებს, ეს ნაერთი აფლატოქსინ M1-ად გარდაიქმნება. ეს უკანასკნელი შემდეგ რძეში გამოიყოფა.

- Advertisement -
Ad image

“დაბინძურებული საკვების მიღებისას ცხოველში ხვდება აფლატოქსინი B1, რომელიც არის M1-ის სუბსტრატი. თუ ცხოველი მეწველია, M1 გადადის რძეში”, — NEXT.On.ge-სთან საუბრისას თქვეს პედიატრმა ძმებმა.

აფლატოქსინებით საკვების დაბინძურების რისკი მეტია მაშინ, თუკი იგი ნესტიან გარემოში და მაღალ ტემპერატურაზე ინახება. ეს პირობები ობის სოკოების მომრავლებას უწყობს ხელს — იმ მიკროორგანიზმების, რომლებიც აფლატოქსინებს წარმოქმნის.

მოკლე დროში აფლატოქსინების გადაჭარბებული რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, მწვავე ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს, თავის მხრივ, ღვიძლის დაზიანების რისკს ქმნის. ამ გართულების სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, ღებინება, კრუნჩხვები და შეშუპება. AFM1-ის ხანგრძლივად მიღება, თუნდაც მცირე დოზით, განსაკუთრებით სახიფათოა — დადგენილია, რომ ზოგიერთ ცხოველში ეს ღვიძლის სიმსივნეს იწვევს.

სიმპტომები და შესაძლო ზიანი მეტწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა რაოდენობით და რამდენ ხანს მივიღებთ დაბინძურებულ პროდუქტს. მნიშვნელოვანია ადამიანის ასაკიც.

მოკლევადიანი გართულებები იშვიათია, ძალიან დიდი დოზა უნდა მიიღოს, რომ განვითარდეს. გრძელვადიანი ექსპოზიცია მცირე რაოდენობის ბავშვებში ზრდის განვითარებისა და კოგნიტიური განვითარების შეფერხების რისკსასუსტებს იმუნიტეტს და შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო. ეს უკანასკნელი — დიდებშიც და ბავშვებშიც, მაგრამ ბავშვი უფრო მოწყვლადია”, — აგვიხსნეს პედიატრმა ძმებმა.

  ვცდილობ, იმ ადგილებზე გავიარო, სადაც ჩვენი შვილია ნამყოფი... - რას ჰყვებოდა ელდარ შენგელაია ტრაგიკულად დაღუპულ შვილზე

გარდა ამისა, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორსულის ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ, შესაძლოა, ნაყოფის განვითარება შეაფერხოს; მეძუძური დედის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ იგი რძეში მოხვდება და ბავშვის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ დააყენებს.

მისი თქმით, “აფლატოქსინის გაუვნებლება არ ხდება თერმული დამუშავებით. შესაბამისად, რძის ადუღება მას ვერ ანეიტრალებს“.

იმისათვის, რომ მსგავსი რისკები ავირიდოთ თავიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქონლის საკვების ხარისხი და მისი შენახვის პირობები მკაცრად გაკონტროლდეს. საჭიროა ჩვენი საკვები პროდუქტების მუდმივი მონიტორინგიც — რძეში მცირე რაოდენობით ამ ნივთიერების მოხვედრა ნაკლებად გვავნებს, თუმცა იგი დასაშვებ რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს.

პროდუქტთა იმ პარტიებს, რომლებშიც AFM1 დაფიქსირდა, სოფლის ნობათი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღებს. სააგენტო მოგვიწოდებს, რომ აღნიშნული რძე არ გამოვიყენოთ. წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ქართულ რძეში აფლატოქსინი დაფიქსირდა — როგორია საფრთხეები და მოწამვლის სიმპტომები [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%a0%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.