პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალისახლში მოწყობილი სპეციალური სათბური, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი "მცენარე კანაფი"-შსს-მ წარსულში...

სახლში მოწყობილი სპეციალური სათბური, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი “მცენარე კანაფი”-შსს-მ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ.შ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი “მცენარე კანაფი” ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი დაიღუპა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი