გომბორში სსიპ თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სსიპ თავდაცვის მოხალისის ორგანიზებით, გომბორში „თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების“ პირველი კურსი დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სსიპ თავდაცვის მოხალისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი არაბული დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

რვადღიანი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ორგანიზაციის – „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ 25-მა მოხალისემ დაასრულა. მათ გაიარეს საცეცხლე, ტაქტიკური და საინჟინრო მომზადება, შეისწავლეს კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენება, გაეცნენ საინფორმაციო ოპერაციებს, სამხედრო ტოპოგრაფიას და ლოჯისტიკის მართვას. სწავლებას თავდაცვის ძალების კვალიფიციური ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ

კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). გომბორში სსიპ თავდაცვის მოხალისის საბაზისო მომზადების პირველი კურსი დასრულდა. 10 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თავდაცვის-მოხალისის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi