პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია - თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია „ჯენზის“ მიერ მოხდა...

„საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია – თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია „ჯენზის“ მიერ მოხდა და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, „საქართველოში პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“.

„ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა ხდება პარტიების ფლანგზე. ორი პარტია ცდილობს, რომ დარჩეს ოლიგარქის ლოიალურ „ოპოზიციად“ და გვერდზე გაწიოს ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იბრძვიან ივანიშვილის მოსაშორებლად. ამ ლოიალური პარტიებიდან ერთ-ერთს აქვს ფინანსური ბერკეტები. ტელევიზიებზე დააკვირდით, რომ ბოლო ხანებში ბევრად უფრო ხშირად, ვიდრე ადრე, იწვევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს (რაც მე ძალიან მახარებს) და უსვამენ ერთი და იმავე კითხვებს – „იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას მარცხზე“, რა მოხდება თუ 4-ში ყველაფერი არ დამთავრდა“. თავისთავად, ეს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ მათი მუდმივი გამეორება ნათლად მეტყველებს, რომ „ლოიალურ ოპოზიციას“ მთელი გათვლა აქვს საპროტესტო მოძრაობის მარცხზე და კონკურენტი პარტიების დისკრედიტაციაზე. ე.ი. მათ მთელი ფსონი აქვთ დადებული რუსული რეჟიმის დარჩენაზე. რამდენად მორალურია ეს პოზიცია თქვენ თვითონ განსაჯეთ. საქართველოში რევოლუცია გარდაუვალია, მაგრამ 2003 წლიდან განსხვავებით, ეს არ იქნება პარტიული რევოლუცია. თანამედროვე ეპოქაში ყველა წარმატებული რევოლუცია (ნეპალი, მადაგასკარი, მიმდინარე სერბული პროტესტი) იქნა მოხდენილი „ჯენზის“ მიერ და საქართველოშიც პროტესტის ბირთვი არის „ჯენზი“ და ეს სტიქია ნამდვილად არ გაითვალისწინებს ზოგიერთი პოლიტიკოსის ინტრიგებს და ვიწრო ინტერესებს“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  ჯესი ჯეის ბოლო შოუ კიბოსთან ბრძოლამდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი