„დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები – მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები“ – კახა კალაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა – თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დედაქალაქის განვითარების მომდევნო 4 წლიანი სტრატეგია გაწერილია.

კახი კალაძის თქმით, განახლებული ინფრასტრუქტურით, ახალი რეკრეაციული სივრცეებით და მოწესრიგებული ტრანსპორტით თბილისი, მომდევნო წლებში, კიდევ უფრო განვითარდება.

“მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, მხარდაჭერით, ჩვენი დედაქალაქი მომდევნო 4 წლის შემდეგ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, მოწესრიგებული, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც შეიძლება მეტი გამწვანებული და რეკრეაციული არეალებით, ახალი საბავშვო ბაღებით, ახალი დიზაინის ქუჩებით, გამზირებით, თავისი მიწისქვეშა, განახლებული კომუნიკაციებით. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, საზოგადოებას მივაწვდით ყველა პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები – მომდევნო 4 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები“ – კახა კალაძე. 7 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/დაგეგმილი-გვაქვს-მნიშვნ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi