ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკოსათამაშოებს ქსოვს – ნატურალური მასალით, ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

25 წლის მარიამ ფხალაძის ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – მარიამი ბავშვობიდან ქსოვს. ნატურალური მასალით ქმნის ნამუშევრებს

მარიამ ფხალაძე ზესტაფონში ცხოვრობს. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მისი მეუღლე 24 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ბავშვების გაზრდაში დედა, ბებია და ქმრის მშობლები ეხმარებიან. მარიამ ფხალაძე არის მაგალითი იმისა, რომ არასოდეს დანებდე.

 

ეკოსათამაშოების ქსოვა ბავშვობიდან დაიწყო. ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ის თოჯინებს ქსოვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

მარიამი ამბობს, რომ ქსოვა მისთვის განტვირთვის საშუალებაა და თავისუფალ დროს ყოველთვის ქსოვს.

გამოფენაზე იყო წარმოდგენილი მისი ნამუშევრები.

„მეგობრის რჩევით გამოფენაზე წარვადგინე ჩემი ნამუშევრები. ყველა სათამაშო გაიყიდა. ძალიან გამიხარდა. ჩემმა ნახელავმა პოპულარობა დაიმსახურა“ – ამბობს მარიამი.

შვილის დაბადების დღეზე ყაისნაღით მოქსოვა ჩანთა  და იმ დროიდან დაიწყო ეკოსათამაშოების ქსოვა. მარიამი ნატურალური მასალით ქმნის ნამუშევრებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

„შვილისთვის პირველი სათამაშო მე თვითონ მინდოდა მომექსოვა. დაბადების დღეზე ჩანთა მოვქსოვე და იმ დროიდან დავიწყე ეკოსათამაშოების ქსოვა. “ – ამბობს მარიამ ფხალაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკოსათამაშოებს ქსოვს – ნატურალური მასალით, ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. 30 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქმარი-ავტოსაგზაო-შემთხვე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi