პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისიახლეებისაქართველოში ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს - „ის გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო...

საქართველოში ამერიკის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს – „ის გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები“

საქართველოში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი სენატორი დეინსი ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვაამი, ის გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ.

“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს! სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელის მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ,” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  თბილისი პირველ ადგილზეა — ნახე, ცხოვრების დონის რეიტინგი საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი