ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა

დავიწყოთ იმით, რომ ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა. სასარგებლო დანიშნულებისაა არა მარტო ნა­ყო­ფი, რომელიც შეიცავს შაქრებს (15%-მდე); ორგანულ მჟავებს (1,5-2,4%); ვიტამინებს – B1, B2, P, PP, ჩ, კაროტინს, პექტინებს (11%-მდე); მინერალურ მარილებს; მთრიმლავ ნივთიერებებს (0,2%). ყუნწები, თავის მხრივ, შეიცავს ტანინს, ფოთლები: ვიტამინ ჩ-ს, კვერციტრინს, კუმარინებს, ლიმონის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს. კურკა: ცხიმოვან ზეთს (25-35%), ეთერზეთს, გლიკოზიდ ამიგდალინს. ალუბლის ნაყოფს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა კვებაში.
სამკურნალოდ გამოიყენება: ნაყოფი, კურ­კა, ფოთოლი, ტოტები, ნაყოფის ყუნწები და ფესვები.
მიუხედავად ალუბლის კულტურის ამდენი სასიკეთო თვისებისა, საქართველოში არასო­დეს ყოფილა მისი ნარგაობის საკმარისი რა­ოდენო­ბა. არადა, ერთ-ერთი ყველაზე ადვი­ლად გასამრავლებელი ხეხილია. მრავლდება ფესვის ამო­ნაყარებით, ირგვება 4ხ4 ან 5ხ5მ-ის დაცილე­ბით ერთმანე­თისგან.
ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ად­გი­­­­ლობრივი ჯიში, რომელიც განსხვავებულ ნი­ადა­გურ და კლიმატურ პირობებში სხვადასხვა სისხოსი და შემცველობის ნა­ყოფს იძ­ლევა. გვხვდება აგრეთვე „შპანკას“ სახელწოდებით გავრცელებული ჰიბრიდული ჯიშები ბალსა და ალუბალს შორის.
ალუბალი კარგად გვარობს მსუბუქ ნიადაგებზე, უძლებს სიმშრალეს და ვერ იტანს ზედმეტ ტენიანობას.
ნაყოფი უმთავრესად გამოიყენება სამურა­ბედ, წვენების დასამზადებლად, კერკად და ე.წ. „ვიშნოვკის“ დასაყენებლად.
წვენისაგან უძვირფასესი ალკოჰოლური სას­მლის დაყენებაც შეიძლება. კურკაგამოცლილი ნაყოფისგან აყენებენ ე.წ. ალუბლის ღვინოს.
საქართველოში გავრცელებული ალუბლის ჯიშებია: ჰორტენზია, ესპანურა (შპანკა), ორმაგი შუშისებრი და სხვ.

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ალუბალი ძვირფასი დიეტური და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოსადეგი კულტურაა. 30 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ალუბალი-ძვირფასი-დიეტური/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T14:11:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi