სამშაბათი, იანვარი 13, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში ფისტის იმპორტი გაორმაგდა, იხილეთ სტატისტიკა

საქართველოში ფისტის იმპორტი გაორმაგდა, იხილეთ სტატისტიკა

საქართველოში ფისტის იმპორტი გაორმაგდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებულია 729 ტონა ფსტა, რომლის ღირებულებამაც 5.19 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტზე შემოვიდა 306 ტონა ფისტა ჯამში 978 ათას დოლარზე მეტი ღირებულების.

საქართველოში ფისტის იმპორტი 123%-ით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-თებერვალში თუ ქვეყანას 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 3.19 დოლარი უჯდებოდა, წელს საანგარიშო პერიოდში ფასი 7.11 დოლარამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, საქართველომ 2025 წლის პირველ ორ თვეში ფსტა შემდეგი ქვეყნებისგან იყიდა:ფისტა

აშშ – 3.94 მლნ დოლარის 512 ტონა;

თურქეთი – 1.15 მლნ დოლარის 121 ტონა;

ირანი – 91.6 ათასი დოლარის 96 ტონა;

უზბეკეთი – 3 ათასი დოლარის 350 კგ;

სომხეთი – 2.3 ათასი დოლარის 230 კგ.

რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტის ჩათვლით), წელს საქართველოდან გავიდა 6.55 ათასი დოლარის 780 კგ ფსტა. ფსტის ექსპორტი სრულად კანადაში განხორციელდა.

  „200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი