მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები – გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ლუკა მაისურაძის, მიხეილ ბახბახაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურიას შემადგენლობით ფინალში იტალიას დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა. გადამწყვეტ შეხევრად ლოტოტრონმა -70 კილოგრამში სოფიო სომხიშვილსა და ასია ტავანოს შორის აარჩია, შეხვედრა სოფიოს გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანიას ანგარიშით 4:0 სძლია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100) – ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა; ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ), მან ფინალში აიუბ ბლიევს სძლია. ევროპის ვიცე-ჩემპიონები კი ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გახდნენ.
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. 27 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ძიუდოისტთა-შ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T14:41:48+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
