“ხალხო, ჭიები მიყიდია თევზის ნაცვლად” – ზღვის პროდუქტების მასიური შემოწმება დაიწყო

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

“ხალხო, ჭიები მიყიდია თევზის ნაცვლად”, “საჭრელ დაფაზე შევნიშნე, რგოლებივით არის, ეს ნამდვილად ჭიებია”, “რასთან გვაქვს საქმე? რა არის ეს?” – სოციალურ ქსელს მომხმარებლების მიერ გავრცელებული ფოტოები ვირუსულად მოედო. მალევე, მოქალაქის შეტყობინება შევიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზეც და უწყებამ თევზპროდუქტების მასიური არაგეგმური შემოწმება დაიწყო.

იმისთვის, რომ თევზი უვნებლად ჩაითვალოს, მისი შენახვის ტემპერატურა უნდა იყოს მინუს 18 გრადუსიდან მინუს 20 გრადუსამდე. ამ შემთხვევაში, თევზპროდუქტები არ არის ეტიკეტირებული და დაუდგენელია მისი როგორც წარმომავლობა, ისე შენახვის ვადებიც. ასეთი დარღვევებისთვის რეალიზატორები სოლიდური სახდელით ჯარიმდებიან.

თვალხილულ საფრთხეზე ინსპექტორები ადგილზევე რეაგირებენ, თუმცა იმის დასადგენად, არის თუ არა თევზპროდუქტები დაბინძურებული პარაზიტებით, მასალა ლაბორატორიაში მიაქვთ.

საეჭვო თევზის ნიმუშები ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიღეს – როგორც საცალო ვაჭრობის ობიექტებიდან, ისე საწარმოებიდან და, რამდენიმე შემთხვევაში, საშიში პარაზიტებიც აღმოაჩინეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ის, რაც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა რისკების დაზღვევა შესაძლებელია სწორი თერმული დამუშავებით – მაღალ ტემპერატურაზე მომზადებით ან პირიქით, ძალიან დაბალ ტემპერატურაზე შოკური გაყინვით.

ზოგადად, თევზპროდუქტები როგორც გაყინული, ისე ნედლი, ცოცხალი ან სულაც შებოლილი, მაღალი რისკის სურსათის ჩამონათვალშია. ის აუცილებლად უნდა ინახებოდეს სამაცივრე პირობებში.

თევზის ის პარტია, რომელშიც სეს-მა საშიში პარაზიტები აღმოაჩინა, გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ მომხმარებელს სიფრთხილე მაინც მართებს. პირველ რიგში, შეძენა უნდა მოხდეს სანდო გამყიდველისგან, ყიდვისას უნდა დავაკვირდეთ განთავსების პირობებს და გავეცნოთ ეტიკეტს. საეჭვო პროდუქტის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგვიძლია, მივმართოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს ნომერზე 1510.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). “ხალხო, ჭიები მიყიდია თევზის ნაცვლად” – ზღვის პროდუქტების მასიური შემოწმება დაიწყო. 28 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ხალხო-ჭიები-მიყიდია-თევზ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T14:11:38+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi