„გემო ფესტი“ დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„გემო ფესტი“ გურმანებსა და ტურისტებს ამჯერად რაჭაში დახვდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალი დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება.

„გემო ფესტი“ პირველად სწორედ რაჭაში, 2022 წელს ჩატარდა. წლევანდელ „გემო ფესტში” რაჭაში 15-მდე ადგილობრივი მზარეული მიიღებს მონაწილეობას. გასტრონომიული ფესტივალის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი რაჭული კერძები, რომლებსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ.

ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიხსნება კვების სივრცე, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობა. „გემო ფესტის” ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი აქტივობა. ფესტივალი მუსიკალურად გაფორმდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „გემო ფესტი“ დღეს და ხვალ ამბროლაურში, ახალ სანაპიროზე გაიმართება. 29 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გემო-ფესტი-დღეს-და-ხვალ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi