საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს.

„დღეს დილიდან იგზავნება ყალბი შეტყობინებები ლეგიტიმური კომპანიის სახელით, სადაც კიბერთაღლითები ტრანსპორტირების ხარჯების გადახდისკენ მავნე ბმულზე გადასვლით მოგიწოდებენ:

როგორ უნდა მოიქცეთ ამ და მსგავსი შეტყობინების მიღებისას?

  • არავითარ შემთხვევაში არ დააჭიროთ შეტყობინებაში მოთავსებულ ბმულებს, განსაკუთრებით კი თუ გამომგზავნი ითხოვს დაუყოვნებლივ მასზე გადასვლას;
  • თუ თქვენ ელოდებით ამანათს ან გზავნილს, მისი მოწოდების სტატუსი შეამოწმეთ მომწდებელი ტრანსპორტირების კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან მის აპლიკაციაში, რომლითაც თქვენ არაერთხელ გისარგებლიათ;
  • თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ რომელიმე ანგარიშის დასახელება და პაროლი, უმალვე გამოცვალეთ ამ და სხვა ანგარიშზე ეს პაროლი და დააყენეთ ძლიერი პაროლი;
  • თუ თქვენ დააჭირეთ მავნე ბმულს და შეიყვანეთ ბარათის მონაცემები, დაბლოკეთ ეს ბარათი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მომსახურე ბანკში დარეკვით ეს ბარათი გააუქმეთ და ახალი აიღეთ;
  • შეამოწმეთ თქვენი ტელეფონი ვირუსების/მავნე ფაილების არსებობაზე;
  • დარწმუნდით, რომ ტელეფონზე ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია გაქვთ დაყენებული. თუ არა, ბოლო განახლება დააყენეთ“, – აღნიშნულია საქართველოს საბანკო ასოციაციის გაფრთხილებაში.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს ყალბი შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს. 15 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-საბანკო-ასოც/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi