მუსიკალური კომედიის, „სიყვარული ყველას უნდა“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი დარეჯან ხაჩიძე ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემას სტუმრობდა.
მსახიობმა გადაცემაში განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა, მათ შორის გაიხსენა ერთ-ერთი რთული ეტაპი, როდესაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს:
„ონკოპაციენტი ვიყავი, მაგრამ ოპერაცია გავიკეთე და ვებრძოლე… როდესაც დიაგნოზი გავიგე, სასიამოვნო არ იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, თავი შემეკავებინა, არაფერი გამომიხატავს, მაგრამ შიგნით დაგროვდა და ვთქვი: მე ამას უნდა შვებერძოლო, მე არ დავნებდები. ვიბრძოლე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, უკვე მეშვიდე წელია, ოპერაცია წარმატებით გაკეთდა. ამ დიაგნოზის დამარცხება შეიძლება, მაგრამ ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“, – ამბობს დარეჯან ხაჩიძე.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ვთქვი, არ დავნებდები-მეთქი… ამ დიაგნოზის დასამარცხებლად, ძალა შიგნიდან უნდა მოძებნო“ – დარეჯან ხაჩიძე [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%96%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi

