კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა მგზავრებისთვის, ორ მიმართულებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ 2025 წლის 11 თებერვლიდან თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით სწრაფი და კომფორტული ელექტრომატარებელი (№854/853) იმოძრავებს.

სამგზავრო მატარებლის ტევადობა დაახლოებით 100 ადგილით გაიზრდება, ხოლო მგზავრობის ხანგრძლივობა თითქმის 2 საათით შემცირდება.

მატარებელი რეისებს დღეგამოშვებით შეასრულებს:

თბილისიდან გასვლა – 09:00; ოზურგეთში ჩასვლა – 16:18

ოზურგეთიდან გასვლა – 08:40; თბილისში ჩასვლა – 16:00

ბილეთის ღირებულება – 11-15 ლარი.

მცირედი ცვლილება თბილისი-ქუთაისის მიმართულებაზე:

ქუთაისში მიმავალი მგზავრები ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე იმგზავრებენ.

რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე გადაჯდებიან №6355/6356 და №6353/6354 ელექტრომატარებლებში, რომლებიც მგზავრებს ქუთაისი 1-ის სადგურში 20 წუთში ჩაიყვანს.

რიონი-ქუთაისი 1 მატარებლის მგზავრობის საფასური – 0,50 თეთრი”, – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ზურა ბერიკაშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი